ევროკავშირმა საქართველოს „კოვიდ-19“-ის კრიზისის დასაძლევად 60 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო
14-12-2020, 14:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 60 მილიონი ევროს (დაახლოებით 240 მილიონი ლარი) ოდენობის გრანტი „კოვიდ-19“-ოს კრიზისის დასაძლევად. აღნიშნული სახსრები განკუთვნილია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელების მხარდასაჭერად, – ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წაემომადგენლობა ავრცელებს.

 

 

„ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას პანდემიის პერიოდში. აღნიშნული 240 მილიონი ლარის ოდენობის გრანტი არის იმ 1.5 მილიარდი ლარის მოცულობის დახმარების ნაწილი, რომლის მობილიზება ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოახდინა და რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას პანდემიასთან ბრძოლაში, აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას იმ მწვავე გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა“, -აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

 

 

„აღნიშნული სახსრები პირველი ტრანშია იმ 75 მილიონი ევროდან (დაახლოებით 300 მილიონი ლარი), რომელიც „კოვიდ -19“-ის მიმართ საქართველოს მდგრადობის ხელშეკრულებით“ არის განსაზღვრული და რომლის მეშვეობითაც ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებაში. გეგმა მოიცავს ღონისძიებებს, რომელთა მიზანია შემოსავლის წყაროების დაკარგვით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის შემცირება, სამუშაო ადგილების შენარჩუნების ხელშეწყობა, ბიზნესის მხარდაჭერა და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება.

 

 

ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი დახმარების მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდაჭერა პანდემიის უარყოფითი შედეგების გამოსწორებაში. გადაწყვეტილება აღნიშნული სახსრების გამოყოფის შესახებ მიღებულ იქნა მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის, ეკონომიკური პოლიტიკის, სახელმწიფო ფინანსური რესურსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის დადასტურების შემდეგ.

 

 

დარჩენილი თანხის გამოყოფა მოხდება მთავრობის მიერ გატარებული ზომების შეფასების საფუძველზე, რომლებიც შეეხება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სოციალური დახმარების გაწევას, ბიზნესების მხარდაჭერას სამუშაო ადგილების შენარჩუნების კუთხით და ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობის გაზრდას. აღნიშნულ ტრანშს წინ უსწრებდა მაკროფინანსური დახმარებისთვის 100 მილიონი ევროს (დაახლოებით 400 მილიონი ლარის) ოდენობის სესხის გამოყოფა, რომელიც მიმდინარე წლის 25 ნოემბერს განხორციელდა. ორივე ტრანში არის 1.5 მილიარდი ლარის მოცულობის მთლიანი დახმარების პაკეტის ნაწილი, რომელიც ასევე ითვალისწინებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის, სოციალური სფეროსა და ეკონომიკის აღდგენის მხარდაჭერას“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი