შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია იწყება
12-10-2015, 07:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია იწყება, – პროექტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს TAV-ის პრეზიდენტ სანი შენერთან და ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.


წარმატებული მოლაპარაკებები, რომლის შედეგად შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იქნება, – ასე შეაფასა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ინვესტორთან ხელშეკრულების განახლება და ეკონომიკის ყოფილ და მოქმედ მინისტრებს მადლობა გადაუხადა.


„მნიშვნელოვანია, ჩვენი აეროპორტი გახდეს კიდევ უფრო საინტერესო სხვა ავიაკომპანიებისთვის. მგზავრთა ნაკადი წელს განსაკუთრებით გაზრდილია, ჩვენ რეკორდულ მაჩვენებელს მივაღწიეთ. სექტემბრის მონაცემებით, მგზავრთნაკადი, გასულ წელთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ინტერესი ჩვენი აეროპორტის მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება. დარწმუნებული ვარ, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება და მომავალი წლის ივნისში, ჩვენს მოქალაქეებს და ტურისტებს ექნებათ კომფორტულად მგზავრობის საშუალება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურმა საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციისთვის TAV-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.


“თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და „ტავ ურბან საქართველოს” შორის 2015 წლის 28 მაისს განახლებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდება.


სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტების და ავიაციის უსაფრთხოების უმაღლესი ნორმების დაცვით შესრულდება და მას როგორც ადგილობრივი, ასევე – IATA Consulting-ის ექსპერტები ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდებიან. აეროდრომის რეაბილიტაცია 2016 წლის ივნისში დასრულდება“,- აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი