გიორგი ვაშაძე: „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომა, თუ უფრო ადრე იცოდნენ, რატომ არ გაამჟღავნეს ეს ინფორმაცია, რას ელოდებოდნენ
14-12-2020, 16:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სამართლიანმა არჩევნებმა“ დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომა, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

 

 

„ძალიან მძიმე ვითარებაა, არ შემიძლია ვთქვა, რომ არ ვეთანხმები კორექტირებულ ვერსიას. კიდევ ერთხელ ვამბობ, „სამართლიანი არჩევნები“ აფიქსირებს ოქმებში დაფიქსირებულ შედეგებს, რათა არ მოხდეს ამ ოქმების გადაკეთება საოლქო თუ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. „სამართლიანმა არჩევნებმა“ როგორც თვითონ ამბობენ, დაუშვა შეცდომა. ეს არ არის მარტივი შეცდომა, ეს არის ძალიან, ძალიან მძიმე შეცდომა. ახლა პირდაპირ და გულწრფელად გეტყვით, უსმენდნენ, იცოდნენ, არ იცოდნენ, ფაქტი სახეზეა. აქედან გამომდინარე, უნდა ვიმოქმედოთ. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წარდგენილი მონაცემების გარდა, ოპოზიციას გვაქვს სხვა ბევრი ფაქტი გაყალბებებთან დაკავშირებით, მაგრამ თვითონ ეს ფაქტი არის ძალიან ცუდი, ძალიან საგანგაშო.

 

 

ვფიქრობ, მთავარი საკითხი არის ის, რომ თუ უფრო ადრე იცოდნენ, რატომ არ გაამჟღავნეს ეს ინფორმაცია აქამდე, რას გვიმალავდნენ და რას ელოდებოდნენ?! როდესაც ასეთი ტურბულენციაა ქვეყანაში, 40-დღიანი დაგვიანებით რაღაცის განხილვა, შემდგომ ამ სტრატეგიის ცვლილება და მარტივი განცხადებით შემოფარგვლა, ჩემი აზრით, ძალიან სუსტი პოზიციაა.

 

 

ნამდვილად არ მინდა, თავს დავესხა „სამართლიან არჩევნებს. ვფიქრობ რომ არასამთავრობო სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ჩვენ მაღალი ნდობა გვქონდა, ყოველ შემთხვევაში აქამდე, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ამ ფაქტმა ძალიან დიდი დისკუსია გამოიწვია საზოგადოებაში. ამ ორგანიზაციის ცალკე აღებული პოზიცია, რა თქმა უნდა, ვერ შეცვლის ოპოზიციის გეგმებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი