ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში სახელმწიფო მოხელეების ხელფასი საგრძნობლად შემცირებულია
14-12-2020, 18:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში სახელმწიფო მოხელეების ხელფასი საგრძნობლად შემცირებულია.

 

 

„იმის მიუხედავად, რომ 2021 წელი იქნება ეკონომიკის აღდგენის და ზრდის წელი, კვლავაც არის საკმაოდ რთული. აქედან გამომდინარე, ჩვენი ბიუჯეტიც არის ანტიკრიზისული, სადაც ძირითადი აქცენტი კეთდება ადამიანებზე ზრუნვაზე, დახმარებაზე, ბიზნესის დახმარებაზე. რაც შეეხება ძირითად აქცენტს, თუ ვის გაეზრდება შრომის ანაზღაურება, ეს არის პენსიონერები, რადგან პენსიის ინდექსაციის ახალი მექანიზმი ჩაერთვება. პენსია აღარ იქნება რომელიმე მთავრობის ნება-სურვილზე დამოკიდებული, არამედ გეგმაზომიერად გაიზრდება. გაიზრდება მასწავლებლების შრომის ანაზღაურება. წელს უკვე გაიზარდა და აისახება მომავალი წლის ბიუჯეტშიც პოლიციელების, ჯარისკაცების ანაზღაურება. ეს არის ის კატეგორიები, სადაც ანაზღაურება იზრდება.

 

 

რაც შეეხება სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდს, საკმაოდ შემცირებულია. კონკრეტულად, ჩვენს სამინისტროში დაახლოებით ორი მილიონი ლარით არის შემცირებული. ეს არის მომჭირნეობის წელი, აქედან გამომდინარე ყალიბდება ეს პრიორიტეტები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი