ბატონმა კობახიძემ საჯაროდ და მოლაპარაკებების დროს შესთავაზა ოპოზიციას, მოდი, „სამართლიანი არჩევნების“ პროტოკოლებს ჩავხედოთ და შევამოწმოთ, თუ გაირკვა, რომ შეცდომებიაა, მაშინ შემოდით პარლამენტში, თუ არა, ვადამდელ არჩევნებს ჩავატარებო, დაახლოებით ეს იყო გზავნილი, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.
,,ორი საკითხია ჩვენთვის აქ მნიშვნელოვანი. პირველი, თვითონ ის, როგორც მოხდა ყველაფერი და როგორ განვითარდა მოვლენები. ის, რომ ბატონმა კობახიძემ საჯაროდ და მოლაპარაკებების დროს ,,შესთავაზა“ ოპოზიციას, მოდი, „სამართლიანი არჩევნების“ პროტოკოლებს ჩავხედოთ და შევამოწმოთ, თუ იქ გაირკვა, რომ შეცდომებია, მაშინ შემოდით პარლამენტში, თუ არა, მაშინ ვადამდელ არჩევნებს ჩავატარებო, დაახლოებით ეს იყო გზავნილი. მახეს უგებდა ოპოზიციას და აქედან ლოგიკურია დაკსვნის გაკეთება, რომ მას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია ტექნიკური შეცდომის არსებობის შესახებ. აქედან მხოლოდ ერთი ლოგიკური დასკვნა არის, რომ „სამართლიანი არჩევნების“ რეპუტაცია მიუხედავად ამ მძიმე შეცდომისა, ჩემი აზრით, შეუბღალავია. მათ ან უკანონო, ფარული მიყურადება ჰქონდათ, ან ზეწოლის შედეგად მოიპოვეს. ეს არის საფუძვლიანი ვარაუდი.
მეორე საკითხი, რატომ არც კი განხილულა ეს „ევროპული საქართველოს“ მხრიდან? რადგან იქამდე ყველა ჩვენი პრეზენტაციისას ან კომუნიკაციისას PVT არსად არ მოგვიხსენებია, როგორც არგუმენტი ან ინსტრუმენტი იმ ტიპის გაყალბებასთან მიართებაში, რასაც ადგილი ჰქონდა ამ არჩევნებზე. კარუსელს ვგულისხმობ და რიგ შემთხვევაში, ჩაყრასაც, სადაც მოსყიდულია დამკვირვებლების დიდი ნაწილი, ამას ვერ აკონტროლებ და აჯამებ ამ ოქმებს. ხმის კონტროლის კარუსელი ე.წ. ივანიშვილის კარუსელს რომ უწოდებენ, იქ ხომ საერთოდ არაფერ შუაშია PVT. ჩვენ ვეყრდნობით ორ რამეს. ვადარებთ ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებს ამ არჩევნების წინა, ცუდ არჩევნებს. ბატონმა კობახიძემ ბრძანა, სულ რამდენიმე უბანში იყო დისბალანსიო, ის გულისხმობს, როცა უკვე გაასწორეს და გარეცხეს, თორემ თავდაპირველად დისბალანსი იყო 1 100 უბანზე, აქედან 206 უბანზე იყო მეტი ბიულეტენი და ხელმოწერა, ანუ ჩაყრა. ოფიციალურ მონაცემებს ვეყრდნობი და იყო 8 000-ზე მეტი ცარიელი ან ნახევრად ცარიელი კონვერტი.
დაბოლოს, ჩვენ გვაქვს რამდენიმე და ერთი მკაფიო მაგალითი, „საერთაშორისო გამჭირვალობის“დამკვირვებლის გადაღებული ვიდეო, სადაც ჩაყრა ხდება. არა მარტო ამ უბნის შედეგები უნდა გაუქმებულიყო, არამედ უნდა დაწყებულიყო გამოძიება და წაეყენებინათ ბრალი ყველასთვის, ვინც ჩანს. არათუ გამოძიება არ დაიწყო, არამედ, სასამართლომ ამ უბნის შედეგები ძალაში დატოვა. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ სისტემური ამბავი იყო. მოვუწოდებ განსაკუთრებით ზოგიერთ მედიასაშუალებას, რომ ეს კითხვა დაუსვან ბატონ კობახიძეს. ამ რეჟიმის პირობებში გამოძიებას აზრი არ აქვს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.