„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ხელმძღვანელი „რევოლუციური სცენარის“ განვითარებას ნებსით უწყობდა ხელს თუ უნებლიეთ, ეს მე არ ვიცი და ამას ვერ დავაბრალებ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„მაგრამ ეს რომ იყო რევოლუციური სცენარის ხელშემწყობი ფაქტორი და მთავარი საყრდენი ეს ყველაფრიდან ჩანდა. როდესაც ოპოზიცია საუბრობდა არჩევნების სისტემურ გაყალბებაზე, მთავარი რასაც ეყრდნობოდა, ეს იყო PVT და ორი მაჩვენებელი და ორივე უკავშირდებოდა ISFED-ს. ეს იყო PVT-ს მაჩვენებელი და მეორე 8%-იანი უბნების მაჩვენებელი და ერთიც და მეორეც არის ტყუილი“, - განაცხადა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.