საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლოა, მომავალ წელს ირანს ეწვიოს, - ამის შესახებ ირანის ელჩმა საქართველოში აბას თალებიფარმა დღეს განაცხადა.
"ჩვენს ორ ქვეყანას შორის საუკეთესო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაა. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ყველა დონის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შედგა. 2016 წლის დასაწყისში ვგეგმავთ ირანის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს საქართველოში. სამომავლოდ უკვე საუბარია, რომ დავიწყოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირანში ვიზიტზე მუშაობა", - განაცხადა აბას თალებიფარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, აღნიშნული ვიზიტი სავარაუდოდ, აუცილებლად გაიმართება და ვიზიტის მომზადებაზე მუშაობა მალე დაიწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.