აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, პროკურატურაში დაკითხვაზე მის დაბარებას, წინასაარჩევნო ტერორს უკავშირებს.
მისი თქმით, გამოძიებას მასთან კითხვები ძველი ბათუმის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ყოფილი აბანოების გასხვისებასთან დაკავშირებით ჰქონდა.
ვარშალომიძე წინასაარჩევნოდ, საგამოძიებო უწყებებში არც "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრების დაბარებებს გამორიცხავს.
"არჩევნების წინა პერიოდში ტერორი ალბათ უფრო გაიზრდება. აქედან გამომდინარე, მე კიდევ ბევრი ჩვენი აქტივისტის ან პარტიის წევრის დაბარებას არ გამოვრიცხავ. კარგად გვახსოვს ერთი წლის წინ დადგმული შოუ და ეს შოუ გრძელდება დღესაც.
მე მართლა მიხარია, რომ დღეს ვცხოვრობ იმ ქალაქში, რომელიც ბოლო 9 წლის განმავლობაში ავაშენეთ. სამწუხაროდ, დღევანდელ მთავრობას ამ წელიწადნახევრის განმავლობაში არაფერი რომ არა აქვს გაკეთებული, ამის გადაფარვა უნდა,"- განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზე იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.