აჭარის მეხუთე მოწვევის უმაღლეს საბჭოს კვლავ დავით გაბაიძე უხელმძღვანელებს. იგი მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც იყო. მმართველმა გუნდმა არჩევანი უკვე მეორედ სწორედ გაბაიძეზე შეაჩერა.
ფარულ კენჭისყრაში 14 დეპუტატი მონაწილეობდა, ყველა მათგანი მმართველ გუნდს წარმოადგენდა. როგორც ცნობილია, ოპოზიციის შვიდი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებს.
დავით გაბაიძე ამბობს, რომ ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმში, განსხვავებული აზრების მოსასმენად არასამთავრობო სექტორთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. ის აპირებს ასევე, უმაღლეს საბჭოში პეტიციის ფორმატის შემოღებას და სხვადასხვა ინიციატივის წარდგენა უმაღლეს საბჭოში მოქალაქეთა ჯგუფებს სწორედ პეტიციის საშუალებით ექნებათ.
„თუ გადაწყვეტს ოპოზიცია უმაღლეს საბჭოში შემოსვლას, ვითანამშრომლებთ, თუ არა და ეს მისი არჩევანია. გასული ოთხი წლის განმავლობაშიც ჩვენ ფაქტობრივად ოპოზიციის გარეშე გვიწევდა საქმიანობა. ასე რომ, საქმიანობის კუთხით უმაღლეს საბჭოს არანაირი პრობლემა არ ექნება“, – განაცხადა დავით გაბაიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.