თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ მას თეა წულუკიანის განცხადება არ მოუსმენია, თუმცა ბევრი ფაქტი არსებობს, როდესაც თავად თეა წულუკიანს და მის ოჯახს თავს ესხმოდნენ და შეურაცხყოფდნენ.
კახა კალაძის განცხადებით, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია ოჯახის წევრების შეურაცხყოფა.
„რაც შეეხება მიყურადებას, ეს ჩემთვის მიუღებელია, ისევე როგორც ოჯახის წევრების შეურაცხყოფა. არ ვიცი, ეს რაღაც ახალი სპორტია. ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის წევრები შეურაცხვყოთ. შეიძლება რომელიმე პოლიტიკოსს ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, ვიდრე მე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, მე მისი ოჯახის წევრს შეურაცხყოფა მივაყენო. მინდა ყველას მოვუწოდო, მეტი სიყვარული, მეგობრებო!“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.