თბილისის მერიამ, პანდემიის პირობებში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შეგროვებული პროდუქტების დარიგება დაიწყო
15-12-2020, 15:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიამ, პანდემიის პირობებში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების მიზნით, ბიზნეს სექტორისა და კერძო პირების მიერ შეგროვებული პროდუქტების დარიგება დაიწყო.

 

 

პროდუქტების დროებით საცავში დღეს დედაქალაქის მერი მის მოადგილესთან, ილია ელოშვილთან ერთად მივიდა და პროდუქტების განაწილებაში ჩაერთო. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ შემომწირველს და აღნიშნა, რომ შეგროვებული პროდუქტების გარდა, თბილისის ბიუჯეტში უკვე გამოიყო მილიონ ორასი ათასი ლარი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების მიზნით. 

 

 

„ყველა ჩართულ კომპანიას მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ძალიან კარგი საქმე კეთდება და სოლიდარობის განცდა, რომელიც არის ქვეყანაში, ძალიან მნიშვნელოვანია. ვირუსის პირველი ტალღის დროსაც ამგვარი დამოკიდებულება იყო. ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა პროექტში და ამისთვის მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს. დღეს უკვე დავიწყეთ პროდუქტების დარიგება, რითაც ათი ათასობით ოჯახს დავეხმარებით. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ მილიონ ორასი ათასი გამოყო მუნიციპალიტეტმა: ხუთასი ათასი ლარი მობილიზებულია სარეზერვო ფონდში, ხოლო შვიდასი ათასი, რაც საახალწლო სოფლისთვის უნდა დახარჯულიყო, მიმართული იქნება პროდუქტების შესაძენად, რომელიც დაურიგდება მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

პანდემიის პირობებში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების აქციას 25-ზე მეტი კომპანია შეუერთდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი