ღარიბაშვილის ბაქოში მოულოდნელ ვიზიტს აზერბაიჯანულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
12-10-2015, 13:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო თავისი ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციას აპირებს, და ამ მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს “გაზპრომ”-თან, ასევე ამ მიმართულებით საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და პრემიერ-მონისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოულოდნელ ვიზიტს ბაქოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა აზერბაიჯანულ მედიაში და საექსპერტო-ანალიტიკურ წრეებში.

 

 

ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ ფაქტს, რომ ღარიბაშვილის ვიზიტი მოულოდნელი და უეცარი იყო და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების მომდევნო დღეს შედგა. ზოგი ამტკიცებს, რომ ალიევსა და ღარიბაშვილს შორის 3 საათის განმავლობაში გაგრძელებული შეხვედრა ფაქტობრივად დაძაბულ ატმოსფეროში წარიმართა. ასევე ის ფაქტი, რომ მოკლე დროში იგეგმება ალიევის საპასუხო ვიზიტი თბილისში, მეტყველებს იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის გაჩენილ მართლაც სერიოზულ პრობლემებთან გვაქვს საქმე.

 

 

აზერბაიჯანული გაზეთი “აზადლიგი” წერს, რომ თბილისი გადახედავს თავის ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკას. რეგიონში ვითარების დაძაბვა პრო-დასავლური პოლიტიკის მწარმოებელ საქართველოს, თავის დაზღვევის მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმას აიძულებს. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს ასევე რუსულ სახელმწიფო კომპანიასთანაც, საქართველოს სინამდვილეში ირანული გაზის შეძენა სურს. ხოლო აზერბაიჯანი მიჩნეულია რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნად და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით სახიფათოა აბსოლუტური ენერგეტიკული დამოკიდებულობა ასეთ ქვეყანაზე.

 

 

ის, რომ ღარიბაშვილის ვიზიტი სწორედ გაზის საკითხთან იყო დაკავშირებული, ამტკიცებს ასევე აზერბაიჯანული გაზეთი “მუსავათი”. გაზეთის ანალიტიკოსები მიუთითებენ ფაქტზე, რომ ღარიბაშვილს აეროპორტში დახვდა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ნათიგ ალიევი. მათი აზრით, ღარიბაშვილის ასეთი ოპერატიული ვიზიტი და ალიევთან შეხვედრა ანგარიშის გაცემის ხასიათს ატარებდა, რადგან თბილისში მიხვდნენ, თუ რა სამართლიან შეშფოთებსა და კითხვებს გააჩენდა ბაქოში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული, კეთილმეზობლური ურთიერთობების თვალსაზრისით არასტანდარტული ხასიათის ეს ნაბიჯი.

 

 

ამ საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია, თავად აზერბაიჯანის აღიარება, რომ არ გააჩნია მეტი გაზით მომარაგების შესაძლებლობა, რითაც ირიბად დასტურდება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მტკიცებები. აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოს APA-ს ცნობით, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ნათიგ აბასოვმა განაცხადა, რომ თუკი თურქეთი უარს იტყვის რუსულ გაზზე, მისი აზერბაიჯანული გაზით კომპენსაცია შეუძლებელი იქნება. მინისტრის მოადგილის თქმით, აზერბაიჯანს არ აქვს უფრო მეტი მოცულობის გაზი და მას უკვე გაყიდული აქვს 2040 წლამდე გამოსამუშავებელი და ექსპორტისთვის გათვალისწინებული გაზი. იმ შემთხვევაშიც, თუკი აზერბაიჯანს მეტი გაზი ექნება, ეს გაზი შიდა მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე დაიხარჯება.

 

 

tvfree.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი