სალომე ზურაბიშვილი დაჭრილ მეომრებს და ვეტერანებს: თქვენ ყველგან იჩენთ სიმამაცესა და თავდადებას, რომელიც იყო და ყოველთვის იქნება ქართველობის ნიშანი
15-12-2020, 19:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც პანდემიის გამო ნაწილობრივ ონლაინფორმატში გაიმართა.

 

 

„თქვენ, რეალურად, იმ ძალიან ძველი ქართული ტრადიციისა და ქართული შემართების გაგრძელებას წარმოადგენთ, რომელმაც ამ ქვეყანას საშუალება მისცა, გამკლავებოდა ყველა მტერს და დღემდე მოსულიყო თავისი გამაჯრვებებებით. თქვენ წარმოადგენთ ამის გაგრძელებას ჩვენი ტერიტორიების დაცვისათვის ბრძოლასა თუ საერთაშორისო მისიებში, თქვენ ყველგან იჩენთ სიმამაცესა და იმ თავდადებას, რომელიც იყო და ყოველთვის იქნება ქართველობის ნიშანი.

 

 

ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენ წარმოადგენთ მაგალითს მომავალი თაობებისთვის: თუ როგორი უნდა იყოს ღირსეული მოქალაქე, რომელიც დღეს ამ ქვეყანას სჭირდება და თავად საზოგადოება კი, ამ ღირსეული მოქალაქეების მიმართ ყოველდღიურად მადლობას უნდა იხდიდეს.

 

 

ყველას ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის: კერძო ბიზნესს, რომელიც ამ საქმიანობის ერთ-ერთი ძალიან მძლავრი მონაწილეა, უცხოელებსა და დიპლომატიურ კორპუსს, რომლებიც ასევე ეხმარება ამ ფონდსა და ჩვენ დაჭრილ მეომრებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

ონლაინრეჟიმში ანგარიშის წარდგენას  ესწრებოდნენ: დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები და სამხედრო ატაშეები, ევროკავშირის ელჩი, საქართველოს ბიზნესასოციაციის, საქართველოს საბანკო ასოციაციის წევრები, ქალთა ასოციაცია და საზოგადაოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი