ჩვენ გვინდა, რომ მოლაპარაკება გაიმართოს, ჩვენ ვართ მოლაპარაკებისა და შეთანხმების მომხრე, რადგან მოლაპარაკების მაგიდაზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებზეც თუ შევთანხმდებით, ეს იქნება ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით.
„ ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი როდის იქნება, არ ვიცი. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა ვისურვებდი, რაც მალე იქნება, უკეთესია, ვინაიდან ეს კრიზისი უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. ქვეყანამ უნდა ამოისუნთქოს და სხვა კრიზისებს უნდა მივხედოთ, კორონავირუსი იქნება ეს თუ სიღატაკე, რომელსაც შევეჯახეთ ასე მწარედ. შეთანხმება თუ შედგა, რომელი პარტიაც მოაწერს ხელს, შეთანხმების საგანი ის არის, რომ ერთი მხრივ, „ქართული ოცნება“ თმობს რაღაც საკითხებს იმ ოთხ საკითხზე, რაზეც მიდის ლაპარაკი; ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი და დათმობა არის პარლამენტში შესვლა – აბა რისთვის ვაწერთ ხელს, მოვაწერთ და სახლში ხომ არ წავალთ. ამის თქმა ნუ ერიდება ნურავის, ხმამაღლა თქვან და ჩურჩულით ნუ ამბობენ, პარლამენტში წასვლა არ არის ქვეყნის ღალატი; პირიქით – ქვეყნის სამსახურია. თქვან ეს თამამად, ისევე თამამად, როგორც ჩვენ ვამბობთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.