ვლადიმერ ჩაჩიბაია ავღანეთში გაეროს მისიის უფროსი სამხედრო მრჩეველი გახდა
13-10-2015, 02:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია გაერთიანებული ერების დამხმარე მისიაში ავღანეთში უფროსი სამხედრო მრჩეველი გახდა.


ის რეგიონში პირველი ქართველი სამხედროა, რომელიც საერთაშორისო მისიაში ამ პასუხისმგებლობით ერთვება. უფროსი სამხედრო მრჩევლის პოზიციაზე ვლადიმერ ჩაჩიბაიას კონკურენციას სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები უწევდნენ.


„1991 წლიდან აქტიურად ვმონაწილეობთ საერთაშორისო ოპერაციებში, მაგრამ ეს პირველი პრეცედენტია, როცა ამ მისიაში ქართველი ოფიცერი გაეროს ეგიდით მონაწილეობს. ეს არა მხოლოდ საქართველოსთვის არის სიახლე, არამედ სიახლეა მთელი რეგიონისთვის“,- განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.


ავღანეთში უფროსი სამხედრო მრჩევლის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ვლადიმერ ჩაჩიბაიას ამოცანა სპეციალური წარმომადგენლისთვის სამხედრო რჩევების მიცემა, გენერალურ შტაბზე პასუხისმგებლობა და მისიასა და ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს შორის კოორდინაციის გაწევა იქნება.


„ასევე ურთიერთობა მექნება კოალიციური ძალების შტაბთან, ავღანეთში მყოფ ატაშეებთან. მეყოლება მრჩეველთა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია უცხო ქვეყნების სამხედრო ოფიცრებისგან. ყოველკვირეულად მოვამზადებთ ანგარიშს და რეკომენდაციებს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ასევე პასუხისმგებლები ვართ სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაზე. ვიმუშავებთ ანალიზზე და პირდაპირ კავშირზე ვიქნებით ნიუ – იორკში, გაერთიანებული ერების შტაბის სამშვიდობო ოპერაციებისა და სამოქალაქო-სამხედრო დეპარტამენტთან“,- განაცხადა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.


გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ავღანეთში უახლოეს პერიოდში გაემგზავრება და ახალ თანამდებობაზე ერთ წელს დაჰყოფს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი