[ვიდეო] თბილისის მუნიციპალიტეტი ეკონომიკური სუბიექტებისთვის საშეღავათო პაკეტს შეიმუშავებს
16-12-2020, 12:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არსებული პანდემიისა და შეზღუდვების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტი ეკონომიკური სუბიექტებისთვის საშეღავათო პაკეტს შეიმუშავებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 

 

 

როგორც მან აღნიშნა, პანდემიის პირველი ტალღის დროს, დედაქალაქის მერია ბიზნესსექტორს დაეხმარა და მსგავსი გადაწყვეტილებები მეორე ტალღის პირობებშიც იქნება მიღებული.

 

 

„ჩვენ პანდემიის პირველი ტალღის დროს, ბიზნესსექტორს მთელი რიგი დახმარებები გავუწიეთ. გარდა იმისა, რაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ გააკეთა, მუნიციპალიტეტმაც გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო. ჩვენ მეწარმეებს მივეცით გარკვეული შეღავათი, რომელიც ძირითადად, სამი თვით იჯარისგან გათავისუფლება იყო - ზოგ შემთხვევაში, წლის ბოლომდე და მათზე დაკისრებული სანქცია-საურავების გაუქმება, რაც, რა თქმა უნდა, მათთვის მნიშვნელოვანი იყო“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

 

 

 

 

კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ მთავრობის მომდევნო სხდომაზე ეკონომიკური სუბიექტებისთვის საშეღავათო პაკეტი წარმოადგინოს.

 

 

„იქიდან გამომდინარე, რომ დღეს, პანდემიის მეორე ტალღა გვაქვს, მთავრობას ისევ მოუწია ეკონომიკურ სექტორზე  რიგი შეზღუდვების გავრცელება. იცით, რომ მთელი რიგი მიმართულებები დახურულია, არ მუშაობს და ეს ბიზნესისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მინდა, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, მთავრობის მომდევნო სხდომაზე წარმოადგინოს საშეღავათო პირობები, რომ ამ მიმართულებას დავეხმაროთ და ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა მაქსიმალურად ჰქონდეთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი