მთავრობის ადმინისტრაციისა და ჩეხეთის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით, სოციალური კეთილდღეობის თემატური საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
16-12-2020, 16:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და ჩეხეთის საელჩოს თანამშრომლობითა და ორგანიზებით, სოციალური კეთილდღეობის თემაზე, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. დისკუსია ემსახურებოდა სახელმწიფო პრიორიტეტებისა და დონორული დახმარების თანხვედრას სფეროს ეფექტური განვითარებისთვის, კერძოდ, სფეროში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებას და მათი გადაწყვეტის გზების პოვნას დონორთა შესაბამისი ჩართულობის გაზრდით.

 

 

შეხვედრის ფარგლებში მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ჯანმრთელობის და სოციალური სისტემის გაძლიერების საკითხებზე, რაც განსაკუთრებულად მნიშნველოვანია მიმდინარე პანდემიის ფონზე. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა შეფასებით, მსგავსი ტიპის დიალოგი მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სამომავლო დახმარების დაგეგმვის თვალსაზრისით.

 

 

შეხვედრაზე, რომელშიც მთავრობის ადმინისტრაციიდან მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი სახოკია, პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი სალომე გაგუა და პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ანა კვერნაძე, წარადგინეს ქვეყანაში დონორული დახმარების კოორდინაციის განახლებული მექანიზმები, რომელთა მიზანია საგარეო დახმარების უფრო ეფექტურად მართვა. 

 

 

შეხვედრას თანათავმჯდომარეობდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჩეხეთის საელჩოს დიპლომატი, განვითარების თანამშრომლობის უფროსი იან ჩერნიკი. შეხვედრაში დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. 

 

 

მთავრობის ადმინისტრაცია ყოველწლიურად მართავს 6 თემატურ საკოორდინაციო შეხვედრას, რომლებიც ემყარება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კლასიფიკაციას - დემოკრატიული მმართველობა, ეკონომიკური ზრდა, ადამიანური კაპიტალის განვითარება, სოციალური კეთილდღეობა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი