ხათუნა თოთლაძე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
16-12-2020, 18:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე სიტყვით გამოვიდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე.



ღონისძიება ვირტუალრ ფორმატში ორგანიზებული იყო გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის ფორმატში.



ხათუნა თოთლაძემ  წარადგინა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს VI პერიოდული ანგარიში, რომელიც მ/წ ნოემბრის თვეში წარედგინა გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს.



როგორც მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საზედამხედველო კომიტეტებში წარსადგენი სახელმწიფო ანგარიშების მომზადების კოორდინაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.  მისი თქმით, ანგარიშის მომზადებაში ჩართული იყო როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა შესაბამისი უწყება, ისე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. აღნიშნული ანგარიშის პროექტი წარედგინა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და მათი მოსაზრებები და რეკომენდაციები შეძლებისდაგვარად იქნა ასახული დოკუმენტში. ანგარიშში ასევე განხილულ იქნა პარლამენტის მიერ, რის შემდეგაც დოკუმენტმა მიიღო დასრულებული სახე.  

 


ტრადიციულად, ანგარიშის მომზადების მთელ პროცესს კოორდინაცია გაუწია საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

 


მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ანგარიშის მიზანია გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში კონვენციით გათვალისწინებულ ქალთა უფლებებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და პროგრესის შესახებ. თავის სიტყვაში მან მოკლედ მიმოიხილა ის საკითხები, რაც მოცემულია ანგარიშში.  

 


ხათუნა თოთლაძემ განსაკუთრებით აღნიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს.



დასასრულს, როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ყველა იმ ღონისძიებას და აქტივობას, რომელთა მიზანია ქალთა და გოგონათა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯებესება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მთელ მსოფლიოში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი