საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის შეფასებით, ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის შეჩერების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლომ "'პოლიტიკურად ანგიჟირებული" გადაწყვეტილება მიიღო.
"მე იურისტი არ ვარ, მაგრამ ერთი შეხედვით ჩანს, რომ გარკვეულწილად ეს იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილება, რადგან საკონსტიტუციო დარღვევებთან დაკავშირებით აქამდე არც ერთ იურისტს არ გაუკეთებია განცხადება, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ღრმად არიან ჩახედულნი ამ საკითხში. იკვეთება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც მნიშვნელოვანწილად მოდის იმ გუნდიდან, რომლის მიმართაც არასდროს ჰქონიათ რაიმე შენიშვნა. ვფიქრობ, ამ გუნდის წევრობა პაპუაშვილს ავალებს, რომ გარკვეულწილად გამოხატოს პოლიტიკურად ანგაჟირებული პოზიცია, რომელსაც კავშირი არ აქვს სამართლებრივ საკითხებთან. შეიძლება მწვავე განცხადებას ვაკეთებ, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი და ბევრი ჩემი კოლეგის გადმოსახედიდან სწორედ ასე ჩანს", განაცხადა გია ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.