ლევან ჯღარკავა: ჩვენ არც ერთი ადამიანი საცხოვრებელი სახლიდან არ გამოგვიყვანია, მხოლოდ მიმდინარე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი მოვახდინეთ და ამით არ დავუშვით სახელმწიფო მიწის მიტაცება
16-12-2020, 22:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა ლევან ჯღარკავამ აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟის თემაზე კიდევ ერთი განმარტება გააკეთა.

 


ლევან ჯღარკავას განცხადებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ არაერთი უშედეგო გაფრთხილების შემდეგ, აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი კანონის სრული დაცვით განახორციელა და არ დაუშვა სახელმწიფო მიწის ორგანიზებულად მიტაცება.



ამასთან, ლევან ჯღარკავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი სახლებიდან ადამიანების გამოსახლების არცერთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით, გამოსახლების პროცედურას, შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების სამსახური ახორციელებს და არა მერია.



„მას შემდეგ, რაც ინსპექტირების ფარგლებში სახელმწიფო მიწაზე უკანონო შენობა-ნაგებობების იდენტიფიცირება მოხდა, ეს ხალხი არაერთხელ გავაფრთხილეთ, როგორც დოკუმენტების დონეზე, ასევე სიტყვიერად და ამის დამადასტურელებელი მასალებიც არსებობს. მათ მიეცათ გონივრული ვადა, რათა თვითონვე განეხორციელებინათ დემონტაჟი. იქ შესახლებული არავინ არ იყო. შესახლებულ სახლებზე მოქმედებს სხვა საკანონმდებლო სივრცე. ძალიან რთულია მორალურად, როდესაც იქ მოსახლეობა ცხოვრობს, გამოიყვანო სახლიდან პატარა ბავშვი თუ ავადმყოფი ადამიანი. ეს უკვე ცალკე წარმოების წესია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არავინ გამოგვიყვანია სახლებიდან. ის, რაც გუშინ ხდებოდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ კანონს ვერ დავარღვევთ. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ეს პროცესი გრძელდებოდა. მათ ნაწილს ავტომობილები თუ უძრავი ქონება აქვს, რაც ნათლად ცხადყოფს, რომ ისინი არ არიან სოციალურად დაუცველები. პირიქით, ჩვენ ვხედავთ ადამიანთა დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელთა საქმიანობაც აუცილებლად შესასწავლია”, - განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა.



ლევან ჯღარკავას განმარტებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დედაქალაქში, 100-მდე უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდა. მისივე თქმით, უკანონო მშენებლობების დემონტაჟი, სწორედ ზემოთხსენებული გარემოებების გამო არცერთხელ არ გასაჩივრებულა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი