ყველაზე დიდი დანაშაული რუსეთის მსახურის, ბორია ივანაშვილის მორჩილ ქურდებს და შემდეგ ტრამპის მთავრობას მიუძღვის იმაში, რომ პოლიტიკურად საქართველო გამქრალია მსოფლიო რუკიდან
17-12-2020, 08:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ხანია ფბ-ში არ შემოვსულვარ მრავალი მიზეზის გამო, მაგრამ მთავარი არხის არც ერთი გადაცემა არ გამომიტოვებია.

 


საქართველოში დღეს ისეთი სიტუაციაა, როგორიც, ჩემი რწმენით, მთელი მისი ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა. ჭეშმარიტად ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და მისი გადარჩენა დამოკიდებულია როგორც ოპოზიციის, ასევე ქვეყნის ყოველი მოქალაქის შემართებაზე.

 


პოლიტიკურად საქართველო გამქრალია მსოფლიო რუკიდან და მასზე თითქმის დასავლეთის ყველა ქვეყანას ხელი აქვს ჩაქნეული, როგორც ერთ-ერთ ბანანის რესპუბლიკაზე. ამაში ყველაზე დიდი დანაშაული, პირველ ყოვლისა, რუსეთის მსახურის, ბორია ივანაშვილის მორჩილ ქურდებს და შემდეგ ტრამპის მთავრობას მიუძღვის, რადგან ამ პუტინის ჯიბეში მჯდომმა პატივმოყვარე ვაჭრუკანამ არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონი, არამედ მთელი ახლო აღმოსავლეთი რუსეთს დაუთმო.

 


ეკონომიურად რა მდგომარეობაც არის, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით. თვით საქართველოში ბანდიტურ-წამღლეტი ბიზნესების გარდა სერიოზული პრობლემა ისიც არის, რომ არ შემოდის ინვესტიციები საზღვარგარეთიდან. არაერთი სტატია წავიკითხე ამის შესახებ და უმთავრესად ორ მიზეზს ასახელებენ, ერთი არის საქართველოს მთავრობის მხრიდან ყოველგვარი ხელისშეშლა, რაც რასაკვირველია, რუსეთის ბრძანებით ხდება. მეორე კი კვალიფიცირებული მუშახელის არ არსებობა. ესე იგი საქართველოში არ არის საკმარისად განათლებული, მცოდნე ხალხი, სასურველია, ახალგაზრდობა, რომლის დაქირავება ხელსაყრელი იქნებოდა.

 


დემოგრაფიულად საქართველოში ქართველები მალე უმცირესობაში იქნებიან, რადგან რუსეთის ხელისუფელბის ყველანაირი ხელშეწყობით მოედინება რუსების მთელი ჯარი, რომლებიც აქ იძენენ უძრავ ქონებას - მიწებს, ბინებს, ბიზნესებს. ეს არის ის „რბილი ძალა“, რომელიც ყოველგვარი ტანკების და ტყვიების გარეშე საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადააქცევს.

 


თუ თვალს გადაავლებთ, საპროტესტო აქციებს, მონაწილეთა უმეტესობა არის ბებიების, ბაბუების, დედების და მამების ასაკის ხალხი. ახალგაზრდობა უმცირესობაშია. ამ უმცირესობიდან ყოველი მეორე თუ არა, მესამე საქართველოდან წასასვლელად ემზადება. ანდა რა ქნან? ხედავენ აქ რაიმე პერსპექტივას? პატიოსნად შრომის შესაძლებლობას? სხვა თუ არაფერი, უსაფრთხო ცხოვრების შესაძლებლობას?

 


არაერთი ჩემი მეგობარი, კარგი, ღირსეული, პატრიოტი ადამინი სიხარულით და სიამაყით წერს ხოლმე ინტერნეტში თავიანთ შვილებზე, რომლებიც გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, ესპანეთში, იტალიაში, ამერიკაში ცხოვრობენ, კარიერას იკეთებენ, ოჯახები ჰყავთ. რატომაც არ იამაყებენ, ან რატომაც არ იქნებიან გახარებული?! მათ შვილები მოაშორეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში ტრიალებს, მათ შვილებს მიეცათ საშუალება რაღაცას მნიშვნელოვანს მიაღწიონ ცხოვრებაში, არ ეშინოდეთ შიმშილის, უსამართლობის, უდანაშაულოდ დაჭერების.

 


მაგრამ იცით რა არის დიდი უბედურება? ამ საზღვარგარეთ მცხოვრები შვილების შვილები უკვე ვეღარასოდეს იქნებიან ქართველები. შეიძლება ისწავლონ საყველპურო ქართული, ან „სულიკოს“ მღერა შესძლონ. ეგებ ორიოდე ქართული წიგნიც წაიკითხონ, მაგრამ ქართველები უკვე აღარ იქნებიან. მათი მენტალობა, მათი ინტელექტუალური თუ ემოციური ასოციაციები აღარ იქნება ქართული. საქართველო დარჩება მხოლოდ იმ ადგილად, სადაც მათთვის უკვე გაუცხოებული წინაპრების საფლავები იქნება. შესაძლოა, ესეც დიდად აღარ აინტერებდეს. დღევანდელი სამყარო სენტიმენტებს მოკლებულია.

 


ერთადერთი რამ, რაც ამ გაუცხოებას შეაჩერებდა, იქნებოდა პოლიტიკურად, ეკონომიურად, კულტურულად წარმატებული საქართველო, სადაც მათ, აქედან წასულთა შვილებს დაბრუნება მოესურვებოდათ; სადაც მათ პროფესიულ სფეროებში მუშაობის, წარმატებების საშუალება ექნებოდათ. ხოლო გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, ესპანეთში, იტალიაში, ამერიკაში ისინი წავიდოდნენ საქართველოს მიღწევებზე სასაუბროდ, საქართველოს ღირსების დასაცავად, ქართული კულტურის, მეცნიერებას მიღწევების დემონსტრირებისათვის.

 


აი, რატომ არის დღევანდელი სიტუაცია გადამწყვეტი, რატომ უნდა ვიყოთ მზად ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ქვეყანა სრულ დაღუპვასა და გაქრობას გადავარჩინოთ. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეს შესაძლებელია. ჩემ ბებერ გულს არ უნდა იმის დაჯერება, რომ ჩემი ქვეყანა რუსეთს ჩაბარდება და სამუდამოდ გაქრება.

 

 

დოდონა კიზირია,

 

პროფესორი


წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი