საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ლეგალური ყოფნის ვადა პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდათ
17-12-2020, 10:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გლობალური პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ლეგალური ყოფნის ვადა პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდათ, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N164 განკარგულებაში და საქართველოში მყოფი უცხოელები ან მოქალაქეობის არ მქონე პირები, რომლებიც 2020 წლის 14 მარტისთვის ლეგალურად იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და გლობალური პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილნი არიან, იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე 2021 წლის პირველ ივლისამდე.

 

 

„ამასთან, მათი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოწვეული უნდა იყოს გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებული შემდეგი ოპერატიული გარემოებებით: ა) თუ პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში; ბ) თუ საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ; გ) თუ პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება საავადმყოფოში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში; დ) თუ პირმა ვერ დატოვა ქვეყანა დადგენილ ვადაში გაუქმებული ავიარეისების გამო.

 

 

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 2021 წლის პირველი იანვრიდან პირველ ივლისამდე პერიოდში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი  გარემოებებიდან გამომდინარე საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება კანონიერად საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნებისთვისაც, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

 

 

აღსანიშნავია, რომ შესაბამის განკარგულებაში ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ლეგალური ყოფნის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე ჰქონდათ განსაზღვრული“,- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი