"დღეიდან საკონსტიტუციო სასამართლოსგან მე სხვას აღარაფერს ველოდები, თუ არა იმას, დაადგინოს, რომ არჩევნებში სხვა გუნდის გამარჯვება იყო არაკონსტიტუციური და სააკაშვილს უნდა დავუბრუნოთ ხელისუფლება", ასე შეაფასა დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის შეჩერების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
"ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებული ნორმა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. ეს ნორმა მუშაობს ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში, ეს ნორმა მუშაობდა საქართველოშიც. ერთ მშვენიერ დღეს შეიცვალა, მეორე დღეს კი ისევ იგივე ნორმა დაბრუნდა, ასე რომ კონსტიტუციასთან ამას შეხება არ აქვს. დასაბუთება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, არის აბსოლუტურად პოლიტიკური და სამართალთან და კონსტიტუციასთან მას არავითარი შეხება არ აქვს. ის, რომ შესაძლოა, ახალმა ნორმამ გავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე, არ არის კონსტიტუციასთან შემხებლობაში და არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გადასაწყვეტი. მე ველოდები საკონსტიტუციო სასამართლოს მორიგ და ყველაზე ლოგიკურ გადაწყვეტილებას: კარგად მოგეხსენებათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც პრეზიდენტს ჩამოერთვა უფლებამოსილება და გადაეცა მთავრობას, მოხდა იმის გამო, რომ სააკაშვილმა ამოწურა თავის ორი ვადა და გადაწყვიტა, როგორც პრემიერ-მინისტრი მოვლენოდა ქვეყანას. დღეიდან საკონსტიტუციო სასამართლოსგან მე სხვას აღარაფერს ველოდები, თუ არა იმას, დაადგინოს, რომ არჩევნებში სხვა გუნდის გამარჯვება იყო არაკონსტიტუციური და სააკაშვილს უნდა დავუბრუნოთ ხელისუფლება", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.