ილია მეორე: ჩვენმა ბავშვებმა, ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, წერილები, მაქვს გადაწყვეტილი, როდესაც საკმარისი შეგროვდება, წიგნად გამოვცე
17-12-2020, 14:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წმინდა ბარბარე არის მაგალითი მტკიცე სარწმუნოებისა, ერთგულებისა, ქრისტიანული რწმენისა. პრობლემები მუდამ ყოფილა და იქნება მშობლებსა და შვილებს შორის, აი, დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გახსნას გული და გონება ჩვენი ახლაგაზრდების, ჩვენი ხალხისა, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

 

 

უწმინდესის თქმით, ღვთის გარეშე არაფერი ხდება და უფალს უნდა სთხოვონ, რომ სიმშვიდე იყოს.

 

 

„ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რაც ხდება, ამდენი მსხვერპლი, ეს სასჯელია, თუ ლოცვა-კურთხევა ღვთისა?! არაფერი ხდება ღვთის გარეშე. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა დალოცოს თავისი ერი. ითხოვდეთ და მოგეცეს, ეძიებდით და ჰპოვოთ. აი, დღეს ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას, სიხარულს, ქრისტიანული რწმენით განმტკიცებას, სიმშვიდეს გულში, გონებასა და სულში, დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას.

 

 

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, არ შეიძლება, რომ ღმერთმა არ შეისმინოს ჩვენი შვილების ლოცვები, რომ დაწერთ ამ ლოცვებს, თხოვნებს, წერილებს, უნდა მიმართოთ და გამომიგზავნოთ მე. მე მაქვს გადაწყვეტილი, როდესაც საკმარისი შეგროვდება, გამოვცეთ წიგნად“, - აღნიშნა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას. პატრიარქი სიონში ბარბარობასთან დაკავშირებით საზეიმო პარაკლისს იხდის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი