კახა კალაძე: 2008-ში ბუნებრივი აირიც, ელექტროენერგიაც რუსეთიდან შემოგვქონდა და პრობლემა და კითხვა არ გაჩენილა და რატომ ჩნდება დღეს?
13-10-2015, 04:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მაშინაც კი, როდესაც საომარ პირობებში ვიმყოფებოდით, 2008 წელს, ბუნებრივი აირიც, ელექტროენერგიაც რუსეთიდან შემოგვქონდა და პრობლემა და კითხვა არ გაჩენილა და რატომ ჩნდება დღეს? - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ "გაზპრომთან" დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.


კალაძემ კომენტარი გააკეთა მისი პარლამენტში მისვლასა და "გაზპრომთან" დაკავშირებით შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით. მან საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ენერგეტიკის სამინისტროში მიიპატიჟა.


"მე, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობ. თავისუფლად შეუძლიათ მობრძანდნენ ენერგეტიკის სამინისტროში. მე გუშინ მოვუსმინე გარკვეული პარტიების განცხადებებს. შემიძლია გითხრათ, რომ ღია კარებს ამტვრევენ. აბსოლუტურად გაუგებარია, გაუმართლებელია ის განცხადებები, რა ჭრილშიც ისინი აკეთებენ. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ აღმოსავლეთ ევროპა, დასავლეთ ევროპა, აზიის ქვეყნები, კავკასიაში მდებარე ქვეყნები, ყველა, წლებია თანამშრომლობს "გაზპრომთან". ჩვენი ხელისუფლება, წინა და იმის წინა ხელისუფლება თანამშრომლობდა "გაზპრომთან" და მე ვფიქრობ, პრობლემა არ შექმნილა. დღეს რატომ წამოიწია ეს საკითხი, როდესაც ჩვენ ყოველწლიურ რეჟიმში ვახორციელებთ ამ კომპანიასთან მოლაპარაკებას. ყოველწლიურად შემოგვაქვს ბუნებრივი აირი რუსეთიდან, ვფიქრობ, გაუგებარია ეს განცხადებები", - განაცხადა კახა კალაძემ.


კითხვაზე, იყო თუ არა საქმის კურსში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ან ბიძინა ივანიშვილი, როცა კახა კალაძე "გაზპრომის" წარმომადგენლებთან მართავდა შეხვედრას, ენერგეტიკის მინისტრმა ასე უპასუხა:


"კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ვთანამშრომლობთ "ინტერრაოსთან", შემოგვაქვს ელექტროენერგია რუსეთიდან. მაშინაც კი, როდესაც საომარ პირობებში ვიმყოფებოდით, 2008 წელს, ბუნებრივი აირიც, ელექტროენერგიაც რუსეთიდან შემოგვქონდა და პრობლემა და კითხვა არ გაჩენილა და რატომ ჩნდება დღეს. წინა ხელისუფლების ხერხემალი ღიად ამბობდა, რომ რუსულ ფულს სუნი არ აქვს ინვესტიციებთან მიმართებაში. ამ მიმართულებით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი პრობლემა არ არის. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მეგობრული ურთიერთობა და ენერგეტიკულ მიმართულებას ნუ გავაპოლიტიკურებთ. ნუ გადავიყვანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში. ეს ურთიერთობები წლების წინ იყო, არის და მომავალშიც იქნება", - განაცხადა კალაძემ.


რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ არავითარ დივერსიფიკაციაზე აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიდის, კალაძემ აღნიშნა, რომ დივერსიფიკაცია დღესაც არის.


"ჩვენ მარტო ერთი მომწოდებელი არ გვყავს. ბუნებრივ აირს ჩვენ ვიღებთ აზერბაიჯანიდან, ასევე რუსეთიდან, მომავალში რა იქნება ამ მიმართულებით, ვნახოთ. ჩვენ ვხედავთ, როგორ ვითარდება მოვლენები ზოგადად მსოფლიოში. ისეთი ქვეყნები უკვე მისაღები ხდება, რომლებიც წლების განმავლობაში მიუღებელი იყო. ანუ ძალიან საინტერესო პროცესები მიდის და ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი