მამუკა მდინარაძე: მარტივად დასაჯერებელია, რომ რევოლუციური სცენარის ერთ-ერთი მსხვილი კომპონენტი გაყალბებული pvt-ის მონაცემები იყო
17-12-2020, 18:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარტივად დასაჯერებელია, რომ რევოლუციური სცენარის ერთ-ერთი მსხვილი კომპონენტი გაყალბებული pvt-ის მონაცემები იყო, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით.

 

 

„რევოლუციურ სცენარზე წინასაარჩევნო პერიოდში ვსაუბრობდით და მარტივად დასაჯერებელია, რომ რევოლუციური სცენარის ერთ-ერთი მსხვილი კომპონენტი იყო ე.წ. pvt-ის მონაცემები. ჩვენ, ცესკო-ს და ქართულ სახელმწიფოს არჩევნების გაყალბებას გვაბრალებდნენ და ბოლოს პარალელური დათვლის შედეგები აღმოჩნდა გაყალბებული. არაფერია გამორიცხული, კონკრეტულმა პირებმა არა მხოლოდ „სამართლიანი არჩევნების“ იმიჯის დაზიანება გადაწყვიტეს, არამედ ქართული სახელმწიფოს დაზიანება. წარმოიდგინეთ, რამხელა სკანდალი მოხდა. ეს მათთვის რევოლუციური სცენარის ნაწილი რომ ყოფილიყო, არ გამოვრიცხავ, რადგან ზიანდება სახელმწიფო და „სამართლიანი არჩევნები“. უნდა ვიზრუნოთ, რომ ამ ორგანიზაციის იმიჯი არ შეილახოს, მისი დროებით დაზიანებული რეპუტაცია ერთად უნდა აღვადგინოთ და უზრუნველყოფილი იყოს იმ პირების გამომჟღავნება, ვინც დუმდა და შემდეგ „შეცდომა“ აღიარეს, ხოლო ახლა რვა პროცენტიან თემაზე დუმან, რადგან წარმოუდგენელია მსგავსი იყოს. გამორიცხულია, ვერაფერს იტყვიან, თუ ახალი არ გამოიგონეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

მისივე თქმით, საკითხში ღრმად ჩახედული არც ერთი მოქალაქე არ დაიჯერებს, რომ „სამართლიან არჩევნებს“ მექანიკური შეცდომა მოუვიდა.

 

 

„როცა ერთი პარტიის შემთხვევაში პარალელური ხმის დათვლა 2.4 პროცენტით ცდება, ეს არ არის პატარა საქმე. აღმოჩნდა, რომ pvt იყო გაყალბებული და ამას ხსნიან მექანიკური შეცდომით. ამის გჯერათ? არასდროს დავიჯერებ. არ მგონია, ამ საქმეში ოდნავ სიღრმეში ჩასული რომელიმე მოქალაქე იჯერებდეს, რომ ასეთ ავტორიტეტულ, ძლიერ და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებულ ორგანიზაციას მექანიკური შეცდომა მოუვიდა, რომ უი, შემთხვევით ბათილი ბიულეტენები გამორჩა და ამან 2.4 პროცენტი შეცვალა.

 

 

ეს არის ჩვეულებრივი სკანდალი – გაყალბებული არჩევნები იყო მთავარი მესიჯბოქსი. დღესაც ლამის ერთმანეთს აფიცებენ, რომ სხვა არჩევნებზე სიტყვა არ წამოსცდეთ და დებატებში ერთმანეთს ებრძვიან, თქვი სასწრაფოდ, რომ არჩევნები გაყალბდა, თორე, ოპოზიციონერი აღარ გქვია და მოღალატე ხარ ოპოზიციის, ქვეყნის, სამყაროსიო. მეორე მხრივ, არავინ საუბრობს, რომ სინამდვილეში, თურმე pvt გაყალბდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი