ირაკლი კობახიძე: ვფიქრობ, მოლაპარაკების რესურსი არის, რათა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან მივაღწიოთ შეთანხმებას
18-12-2020, 10:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვფიქრობ, მოლაპარაკების რესურსი არის, რადგან არის ზღვარი რადიკალურ პარტიებსა და ნაკლებად რადიკალურ პარტიებს შორის, არის სივრცე, რათა მივაღწიოთ შეთანხმებას კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ.

 

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მზად არის კონსულტაციებისთვის, განიხილოს ძალიან საინტერესო საარჩევნო სისტემა და არჩევნების ადმინისტრირების საკითხი.

 

 

„მხრიდან იყო ძალიან ფართო მზაობა. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების თემას, ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ, რომ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში შევისწავლოთ არჩევნების შინაარსი, შედეგები ვნახოთ, თუ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ერთპროცენტიანი გადახრა მაინც აღმოჩნდება, ამ შემთხვევაში ვნიშნავთ რიგგარეშე არჩევნებს. ვხედავთ, რომ ამასთან დაკავშირებითაც მათი პასუხი არის უარყოფითი, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამ არჩევნებში რეალურად არც არაფერი არ არის გაყალბებული, აქედან გამომდინარე მათ ეშინიათ ნებისმიერი გადამოწმების. შეეშინდათ გადამოწმების, გადათვლის ამ შემთხვევაშიც ეშინიათ საგამოძიებო კომისიის, რადგან აღმოჩნდა, რომ რეალურად რასაც ისინი ამტკიცებდნენ და არჩევნებთან დაკავშირებით ატყუებდნენ საზოგადოებას, იყო სრული ფარსი. ვფიქრობ, მოლაპარაკების რესურსი არის, რადგან არის ზღვარი რადიკალურ პარტიებსა და ნაკლებად რადიკალურ პარტიებს შორის და არის სივრცე, რათა მივაღწიოთ შეთანხმებას კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი