საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების საკითხებში კვალიფიციური ადამიანური რესურსის მომზადების მხარდაჭერას და ამ მიმართულებით განათლების ხარისხის გაზრდის ხელშეწყობას.
თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ენერგეტიკის სფეროში პროფესიული კვალიფიკაციების განახლება და ახალი კვალიფიკაციების დანერგვა. ასევე, ენერგეტიკის სფეროში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავება-დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობა.
მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა, „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელმა, თამარ მახარაშვილმა და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა მოაწერეს.
მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის მიზნით, მხარეთა შორის შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, დაიგეგმა სამომავლო ქმედითი ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის წარმატებით განხორციელებას. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის მომზადებას და ამ მიმართულებით ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.