თავდაცვის სამინისტრო: ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ ვრცელდება მორიგი ცრუ ინფორმაცია თითქოსდა კორონა ვირუსით რუსთავში გარდაცვლილი პირი - სამხედრო მოსამსახურეა
18-12-2020, 13:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ ვრცელდება მორიგი ცრუ ინფორმაცია თითქოსდა კორონა ვირუსით რუსთავში გარდაცვლილი პირი - სამხედრო მოსამსახურეა. აღნიშნული პირი არ მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს არცერთ სამხედრო დანაყოფში. 

 

 

თავდაცვის სამინისტროში მოქმედებს კოვიდ პანდემიის პრევენციისა და მართვის ისეთი ეფექტური მექანიზმები, რაც გამორიცხავს დაინფიცირების შემთხვევაში დაგვიანებულ მკურნალობას. თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები სისტემატიურად გადიან თერმოსკრინინგს, გეგმიურ ტესტირებებს, ხოლო იზოლაციასა და დისტანციური მუშაობის რეჟიმზე მყოფი პირები კონტროლდებიან შესაბამისი სამსახურების მიერ. სიმპტომების ნებისმიერი გამოვლენა არის აღრიცხული და ასეთი სიტუაციაში სამხედროები იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მათ უტარდებათ ტესტირება ან/და ხდება გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ისინი უზრუნველყოფილი არიან მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით. შესაბამისად ცალკეული ტელევიზიების მიერ ასეთი შინაარსის დეზინფორმაციის გავრცელება არის არსებული სისტემის ეფექტურობის დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი