ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე 2016 წელს პენსიების გაზრდის შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუ ბიუჯეტის პროექტით უკვე გაწერილი ზოგიერთი მიმართულებით თანხები შემცირდება.
"ჩვენ მზად ვართ მუშაობისთვის. გარკვეული შიდა გადანაწილებებით, მათ შორის სამინისტროებს შორის გადანაწილებებით - თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ ზოგიერთი მიმართულებით თანხები შემცირდეს, ამ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება გარკვეული კატეგორიის პენსიის მომატება, თუმცა ეს არის რთული სამუშაო პროცესი", - განაცხადა კაკაურიძემ.
ფინანსთა მინისტრის თქმით, "მთავარია პარლამენტთან ერთად გადაწყდეს, რა არის პრიორიტეტი და რომელი უფრო სასწრაფოდ დასაფინანსებელია 2016 წლის განმავლობაში".
კაკაურიძემ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტს გააცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.