საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა იაპონიის ახლადდანიშნულ ელჩთან საქართველოში, აკირა იმამურასთან, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
მინისტრი მიესალმა იაპონიის ელჩის თანამდებობაზე აკირა იმამურას დანიშვნას და წარმატებები უსურვა მას დიპლომატიურ საქმიანობაში.
საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ და სამომავლო თანამშრომლობაზე. განიხილეს ორ ქვეყანას შორის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული მიმართულებით. ხაზი გაესვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების ბოლოდროინდელ პოზიტიურ დინამიკას, მხარეებს შორის უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.
მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება იაპონიის მთავრობის მიმართ, პანდემიის დროს საქართველოსთვის გაწეული ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის და ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში და მის სამეზობლოში არსებულ ვითარებაზე, ასევე იმ ქმედებებზე, რომელსაც ატარებს საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მზადყოფნის თვალსაზრისით.
თავის მხრივ, აკირა იმამურამ მადლობა გადაუხადა მინისტრს გულთბილი დახვედრისთვის და გამოთქვა იმედი, რომ პირად წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების საკითხში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.