საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში, ქალაქ ანკარაში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა გამო, ჩანაწერი დატოვა.
სახელმწიფოს მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუს პირადად მიუსამძიმრა. გიორგი მარგველაშვილმა თანადგომა გამოუცხადა თურქეთის ხელისუფლებას, დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მთელ თურქ ხალხს.
ქვეყნის პირველმა პირმა თურქ კოლეგას სამძიმრის წერილი 10 ოქტომბერს გაუგზავნა.
10 ოქტომბერს, თურქეთის ქალაქ ანკარაში, პროფკავშირების მიერ ორგანიზებული სამშვიდობო მიტინგის დაწყებამდე, განხორციელებული ტერაქტის შედეგად ბოლო მონაცემებით 97 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი დაშავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.