ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N5 კორპუსის მიმდებარედ და ყაზბეგის N55-ში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა სრულდება.
3 000 კვ.მ და 2 000 კვ.მ ფართობების სკვერებში განთავსდა საბავშვო ზონები კომპლექსური ატრაქციონებით, დამონტაჟდა სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი, დაიგო ქვის ხალიჩა, მოეწყო კაუჩუკის ბილიკი, დაირგო მცენარეები და ბალახი.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე შეხვდნენ.
“ორივე მისამართზე არსებული რეკრეაციული სივრცეები რეაბილიტირდება. საკმაოდ დიდი ტერიტორიებია, რომლებიც გაზაფხულზე კიდევ უფრო ლამაზი და მწვანე იქნება. მნიშვნელოვანია, რომ მუშაობის პროცესში პროექტების სხვადასხვა დეტალის შეთანხმება ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ხდება და მათი მოსაზრებები გათვალისწინებულია“, - განაცხადა დავით კვინიკაძემ.
კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცეების პროექტების ჯამური ღირებულება 454 000 ლარს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.