სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა და ახალქალაქის მერმა იური უნანიანმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2021 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს
18-12-2020, 23:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, რწმუნებულის მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, ახალქალაქის მერმა იური უნანიანმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ის ადგილები დაათვალიერეს, სადაც 2021 წლისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება.

 


მხარის რწმუნებულმა სოფელ ჩუნჩხის სკოლის მშენებლობის პროცესი და სოფელ პტენის ახლად აშენებული სკოლა მოინახულა.

 

 

ჩუნჩხის ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ახორციელებს.

 


ახალი სკოლა თანამედროვედ იქნება აღჭურვილი. ბიბლიოთეკა, ინფორმაციული ტექნოლოგიების კაბინეტი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია. ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

 


სოფელ პტენის სკოლის მშენებლობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა. ბავშვებს ამორტიზებულ შენობაში უწევდათ განათლების მიღება, დღეს კი არსებული სკოლა ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს.

 


ახლადაშენებულ სკოლებში სოფელ ჩუნჩხისა და პტენის მოსწავლეებს საშუალება აქვთ ადგილზე მიიღონ სრულფასოვანი განათლება.

 

 

სახელმწიფო რწმუნებული მერთან ერთად ასევე იმყოფებოდა სოფელ დილისკაში, სადაც სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს. სკოლის მშენებლობას „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ახორციელებს და 2021 წელს დასრულდება.

 

 

გასულ წელს, სკოლამდელი აღზრდის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულება შევიდა მწყობრში. წლების განმავლობაში ამ ორ სოფელს საბავშო ბაღის და სკოლის პრობლემა ჰქონდათ.

 

 

სახელმწიფო რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის და სამხარეო ადმინისტრაციის ერთ-ერთი მიმართულება მიგრაციულ სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა, იგეგმება მიგრაციულ სოფლებში 2021 წელს საგზაო იმფრასტრუქტურის მოწყობაც, დასრულდა გაზსადენის მშენებლობაც, რაც უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ამაღლებას, დასაქმების ხელშეწყობას, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რათა სოფლიდან მოქალაქეების ნაკლებად გადინება მოხდეს.

 

 

ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი