მარგველაშვილი "შუა გასაკრეფთა" მობილიზაციას ცდილობს!
13-10-2015, 05:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ალბათ ბევრს გახსოვთ, როდესაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა სათანამშრომლოდ სასურველი პოლიტიკური პარტიები დაასახელა, იქვე აღნიშნა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი "შუა გასაკრეფიაო", ანუ მან იგულისხმა სხვა დანარჩენი პოლიტპარტიები, რითაც ამ პოლიტჯგუფების დიდი გულისწყრომა გამოიწვია. ეს პოსტულატი ივანიშვილმა არც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაარღვია და მის მიერ ხელდასხმულ კოალიციაში დამატებითი პოლიტიკური ძალები არ შეუყვანია, პირიქით, გარკვეული პრინციპების არდაცვის გამო "თავისუფალი დემოკრატები" აღმოჩდნენ მის გარეთ.


გუშინდელი, პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციური პარტიის, "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე თავის მრჩევლად მიეწვია, აიხსნება იმ მცდელობით, რათა მარგველაშვილი გახდეს მაორგანიზებელი ლიდერი ივანიშვილის მიერ დაწუნებული პოლიტიკური ჯგუფებისა ("შუა გასაკრეფთა"). დღეს, მარგველაშვილი არა მარტო მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფიქრობს, არამედ 3 წლის შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებისათვისაც შეუდგა ზრუნვას, სადაც საკუთარი გამარჯვება სურს უზრუნველყოს.

 

 

მარგველაშვილმა ბრწყინვალედ უწყის, რომ ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნება" (ვინც გააპრეზიდენტა ის!) მისი მომხრე აღარასოდეს იქნება, ამიტომ იგი დასაყრდენს ეძებს არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალაში, – მინუს "ნაცმოძრაობა". ფიქრია ჩიხრაძის (რომელიც პიროვნულად სასიამოვნო ადამიანია და მას კარგი ურთიერთობა აქვს თითქმის მთელ ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან), ამ დანიშვნით, მარგველაშვილმა საბოოლოდ გაწყვიტა შეხების წერტილები "ქართულ ოცნებასთან", როგორც მის მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალასთან და ღიად, ახალი პოლიტიკური ცენტრის მშენებლობას შეუდგა. პრეზიდენტი მარგველაშვილი, ფიქრია ჩიხრაძის დახმარებით თუ როგორი წარმატებით შეძლებს "შუა გასაკრეფთა" გაერთიანებას, ეს უახლოეს 1 წელიწადში გამოჩნდება!..


ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი