გახარიას მიერ იუსტიციის მინისტრად წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს
19-12-2020, 11:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი გახარიას მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრად წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს ვებგვერდზე არის აღნიშნული.

 


გოჩა ლორთქიფანიძე დაიბადა 1964 წლის 3 თებერვალს ქ. ფოთში. 1981 წელს დაამთავრა ქ.ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის პირველი საშუალო სკოლა. 1986-1989 წლებში იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი სამართალმცოდნეობის განხრით, შემდეგი 3 წლის განმავლობაში სწავლობდა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, იურიდიულ განყოფილებაზე, რომელიც 1991 წელს დაამთავრა იურისტი-სამართალმცოდნის დიპლომით.

 

 

1994 წ. ჩაირიცხა ესექსის უნივერსიტეტის (ინგლისი) სამაგისტრო პროგრამაზე ადამიანის უფლებების სამართალში, რომელიც დაამთავრა 1995 წელს და მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი. 2003-2004 წწ-ში წარმატებით გაიარა ჰარვარდის სამართლის სკოლის (აშშ) მაგისტრატურა, რისთვისაც მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო სამართლებრივ მეცნიერებებში. 2011 წლიდან არის ფორდამის სამართლის სკოლის (აშშ) დოქტორანტი, მუშაობს სადისერტაციო თემაზე - საერთაშორისო ორგანიზაციების შემდგომი პრაქტიკა.

 

 

1991-2005 წწ-ში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მრავალმხრივი დიპლომატიის სფეროში - იყო საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილების თანამშრომელი, გაეროს სამმართველოს უფროსის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, საგანგებო დავალებათა ელჩი და კონფლიტების საკითხებზე მიზნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი. 1999-2003 წლებში მუშაობდა გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩევლად, შემდეგ კი უფროს მრჩევლად. დიპლომატიურ უწყებაში საქმიანობის პერიოდში დაკავებული იყო, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული ანალიზითა და დაგეგმარებით, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარების სამართლებრივი, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური ასპექტებით, საერთაშორისო სამართლებრივი და ადამიანის უფლებების პრობლემატიკით, გაეროსთან და სხვა (ეუთო, ევროპის საბჭო, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ევროკავშირი) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან ურთიერთობების საკითხებით.

 

 

2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში. ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის საგარეო ურთიერთობების სამსახურს, მუშაობდა სამართლის უზენაესობის, საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე, შიდა კონფლიქტების პრობლემატიკაზე, ასევე ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე.

 

 

2007 წელს გახდა ფულბრაიტის სტიპენდიანტი და საქმიანობა ქ. ნიუ-იორკში აკადემიურ სფეროში გააგრძელა: 2007-2010 წლებში იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, 2010-2013 წლებში ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი, ასწავლიდა ადამიანის უფლებებს, მიჰყავდა აკადემიური პროგრამები იძულებით გადაადგილებული პირების და ქალთა უფლებების შესახებ.

 

 

არის გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტი ადამიანის უფლებებში, აქვს საერთაშორისო ორგანოებში საქმიანობის გამოცდილება: 1997 წელს იყო სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციის მხარე სახელმწიფოების მე-19 შეხვედრის ვიცე-პრეზიდენტი, 2001 წელს გაეროს ქარტიის სპეციალური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, 2002 წელს რასობრივი დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრის კონვენციის მხარე სახელმწიფოების მე-19 შეხვედრის ვიცე-პრეზიდენტი.

 

 

არის სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი