მიმდინარე წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედელი 14 მისამართზე მოეწყო. ერთ-ერთი პროექტი სვანეთის ქუჩა N44-ში განხორციელდა, სადაც 20-მეტრიანი კედელი აშენდა, ასევე, დამონტაჟდა ლითონის დამცავი ღობე.
შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო.
„სვანეთის ქუჩაზე დავასრულეთ ერთ-ერთი რთული კედლის მშენებლობა. აქ იყო ბეტონის ძველი კონსტრუქცია, რომელიც ჩამოიშალა და აუცილებელი გახდა ახალი გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა. რთული რელიეფის და განაშენიანების გამო, ნაძალადევის რაიონში ბევრი მისამართი გვაქვს, სადაც მსგავსი პრობლემებია. პრიორიტეტების მიხედვით მივყვებით ლოკაციებს და ამ მიმართულებით წელსაც ნაყოფიერად ვიმუშავეთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
აღნიშნული პროექტის ღირებულება 128 000 ლარია. 2020 წელს 14 საყრდენი კედლის მშნებელობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ჯამში, 1 000 000 ლარი დახარჯა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.