გრიგოლ ვაშაძის პოსტიდან წასვლის შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე ფარული კენჭისყრის შედეგად მიიღეს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თავმჯდომარის არჩევა ყრილობაზე, უახლოეს პერიოდში, საყოველთაო ელექტრონული კენჭისყრით მოხდება.
„უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ თვის ბოლოს გაიმართება ყრილობა, სადაც დამტკიცდება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე. არჩევაში მონაწილეობას მიიღებს ათი ათასობით ჩვენი მხარდამჭერი, პარტიის წევრი და ეს მოხდება ელექტრონულად. ჩვენ ყველა მხარდამჭერს საშუალება ექნება მხარი დაუჭიროს მისთვის სასურველ კანდიდატს ელექტრონულად. პირველად ხდება ასე თავმჯდომარის არჩევა. პოლიტსაბჭოს სხდომაზე დასახელდა რამდენიმე კანდიდატი და საბოლოოდ გამოვლინდა ორი კანდიდატი. ეს გახლავთ ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე“, განაცხადა უდუმაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.