„სამედიცინო პერსონალი ძალიან გადაღლილია... გამოჩნდა ე.წ. სტაბილიზაციის ტენდენცია ქვეყანაში და არ უნდა გადავყაროთ ეს ყველაფერი წყალში“ - ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ შეზღუდვების მნიშვნელოვნად შემსუბუქებას არ ემხრობა
20-12-2020, 17:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების მნიშვნელოვნად შემსუბუქების მომხრე არ არის.

 

 

როგორც მან საქართველოს პირველ არხს უთხრა, ქვეყანაში სტაბილიზაციის ელემენტები გამოჩნდა და აღნიშნული შედეგი წყალში არ უნდა ჩაიყაროს.

 


„დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები დღეს წარედგინა საბჭოს. ჩვენ უფრო რადიკალური პოზიციის მომხრე ვართ. რამე მნიშვნელოვანი შემსუბუქების რეკომენდაციას არ ვიძლევით, რადგან გამოჩნდა ე.წ. სტაბილიზაციის ტენდენცია ქვეყანაში და არ უნდა გადავყაროთ ეს ყველაფერი წყალში. საქართველოსთვის 2000-3000 შემთხვევა ყოველდღიურად, ძალიან ბევრია, ეს იწვევს ჯანდაცვის სექტორზე ძალიან დიდ ზეწოლას. სამედიცინო პერსონალი ძალიან გადაღლილია. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ყოველდღიურად 30-დან 40-მდე სიკვდილიანობა, გვქონდა 50 სიკვდილის შემთხვევაც. მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა ამ ეტაპზე არის 1 104 და აქედან 417 გახლავთ ხელოვნურ სუნთქვაზე. ეს ყველაფერი საკმაოდ სერიოზული ზეწოლა გახლავთ სამედიცინო სექტორზე. ამიტომ, ჩვენ ვერ მივცემთ რეკომენდაციას, რომ იყოს მნიშვნელოვანი შემსუბუქებები“, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

მისი თქმით, თუ ახლა საკოორდინაციო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას გარკვეულ შემსუბუქებაზე, მაშინ ძალიან მკაცრად უნდა იქნას დაცული ყველა რეკომენდაცია და ჩვენი თავები უნდა ვაკონტროლოთ.

 

 

გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, წლევანდელი შობა-ახალი წელი სხვანაირ ფორმატში და მოკრძალებულად გაატარონ.

 

 

„კარგია, ახალი წელი მოდის და ახალი იმედებია, მაგრამ ძალიან მძიმე წელს ვტოვებთ 2020 წლის სახით, რომელშიც ამ დაავადებამ თითქმის 2 100-ზე მეტი ადამიანი შეიწირა ქვეყნაში და ეპიდემია უკან არ იხევს. მოკრძალებულები უნდა ვიყოთ უკიდურესად, უნდა შევზღუდოთ ერთმანეთთან სიარული, ადამიანების რაოდენობა, ვინც ერთად იქნება, უნდა შეიზღუდოს. დიდი თავშეყრის ადგილები თუ გაიხსნება, უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. მესმის, ბიზნესი, შემოსავალი, ყველაზე მაღლა კი, მაინც ჯანმრთელობა დგას, ამიტომ დანის პირზე უნდა ვიაროთ ეს ათი დღე და მეტი. ყველას მოვუწოდებ რომ ვიყოთ ფრთხილად“, განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი