საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - ელჩების კონფერენცია 2020 ვირტუალურ ფორმატში გაიმართება
21-12-2020, 10:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2020 წლის 21-23 დეკემბერს, ონლაინ ფორმატში გაიმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია 2020 - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები”.



კონფერენციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზალკალიანი გახსნის. ღონისძიების მონაწილეებს მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე.



კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები შეაჯამებენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 2020 წლის საქმიანობას და განიხილავენ 2021 წლის სამოქმედო გეგმას.

 


კონფერენციის მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შედეგად მიღებულ გამოწვევებსა და მსოფლიოს მასშტაბით შექმნილ ტურბულენტურ გარემოს, ვირუსთან ბრძოლის პროცესში საქართველოს საგარეო უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს.



ღონისძიებაზე განხილულ იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ორმხრივ ურთიერთობებში თანამშრომლობის განმტკიცებისა და განვითარების საკითხები აშშ-სთან, ევროპის სახელმწიფოებთან, აზიის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და ოკეანეთის, ცენტრალური და ლათინური ამერიკის  ქვეყნებთან. საუბარი შეეხება რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებს და საქართველოს სამეზობლო პოლიტიკას, ასევე მრავალმხრივ დიპლომატიას, კულტურული და ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ნაბიჯებს, სტრატეგიული კომუნიკაციების და ახალ გამოწვევებსა და საფრთხეებთან ეფექტიანი გამკლავების საკითხებს.



ელჩების კონფერენციაში მონაწილეობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი