გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს.
მუხიანის აგარაკებზე, 26 მაისის ქუჩაზე, თბილისის მერიის მიერ განხორციელდა წყალარინების ქსელის მოწყობა, გამგეობა კი საგზაო სამუშაოებს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, მოეწყო სანიაღვრე ქსელი. ახლა კი, საგზაო სამუშაოები სრულდება. დაახლოებით, 6 340 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის საფარი იგება. სამუშაოებისთვის 761 900 ლარამდე დაიხარჯება.
გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობა განხორციელდა, სადაც ბეტონის გზა მოეწყობა. ასევე, განთიადის I შესახვევში მიმდინარეობს წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები.
ამასთან, აღნიშნულ დასახლებაში, ვარდისუბნის ქუჩაზე, დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ, წყალარინების ქსელი მოეწყო, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ კი, გზის საფარი მოწესრიგდა.
სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, ლევან კობიაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.