პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "გაზპრომთან" მოლაპარაკებების საკითხის წამოწევას "უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების სკელუპაციებს" უკავშირებს. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ისინი აღნიშნული თემით მიზანმიმართულად სპეკულირებენ.
"სამწუხაროა, რომ როცა ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება, როგორიც "აბრეშუმის გზის" ფორუმია, ჩვენი მედიის ყურადღება მიმართულია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ წამოწეული თემების აქტიურ გაშუქებაზე. ისეთზე, როგორიცაა სპეკულაციები "გაზპრომის" საკითხზე. ჩვენ ამის თაობაზე გავაკეთეთ კომენტარი, მაგრამ ეს აჟიოტაჟი არ წყდება და არ წყდება მიზანმიმართულად. მათი მთავარი მიზანია, ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც ამ კვირაში იმართება, გადაიფაროს და მოსახლეობისთვის ნაკლებად საინტერესო საკითხებზე გადაიტანონ აქცენტები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებები ტექნიკური ხასიათისაა და აღნიშნულის დეტალებთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართა.
"ჩვენი მოსახლეობისთვის საინტერესოა ის პერსპერტივა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას და არა ის, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ტექნიკურ საკითხებზე რატომ დაელაპარაკა "გაზპრომის" წარმომადგენლებს. "გაზპრომის" საკითხი არის აბსოლუტურად პოლიტიზებული ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ძალიან მარტივი საკითხია და მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ განვუმარტო - ჩვენი ქვეყანა არის დამაკავშირებელი როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის, ისე ჩრდილოეთ-სამხრეთის. "გაზპრომის" გაზსადენი მრავალი წელია, და ეს არ დაწყებულა ჩვენი მთავრობის დროს, მიაწოდებს სომხეთს გაზს. ამ ტრანზიტში ჩვენი ქვეყანა ღებულობს გარკვეული მოცულობის გაზს და ვინაიდან სომხეთს სურს გაზის მოცულობის გაზრდა. ჩვენი ქვეყანაც, რა თქმა უნდა, არის დაინტერესებული, რომ მიიღოს გაზრდილი მოცულობის ბუნებრივი აირი. აქ რა არის ასეთი უჩვეულო და რა საჭიროა ამდენი ხმაური და აჟიოტაჟი, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ "ეს მოლაპარაკებები ყოვეწლიურად მიმდინარეობს და არის ტექნიკური ხასიათის. რა თქმა უნდა, ეს ხდება ჩვენი ინტერესების დაცვით, რომ რაც შეიძლება მეტი გაზი დარჩეს ჩვენს ქვეყანას".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.