„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტისა და „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება
21-12-2020, 12:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე მსჯელობას მიმდინარე კვირიდან დაიწყებს. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე დღეს მოხდება.

 

 

დეპუტატების განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა ჰუმანური აქტის პრინციპებს ეფუძნება და ასეულობით პატიმარზე გავრცელდება. ცნობილია სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლებიც, რომლებსაც ამნისტია შეეხება კონკრეტული დათქმებით. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, ამნისტიის აქტი ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიმართ განსაზღვრული პროცედურით განხორციელდება.

 

 

პროექტში აღნიშნულია, რომ ბრალდებულის მიმართ ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე მიიღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი სასამართლო. ამნისტიის აქტი უნდა აღსრულდეს კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში.

 

 

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ასევე მოხდება მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის ინიცირება, რომელიც, დეპუტატების განცხადებით, საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული.

 

 

პროექტის მიხედვით, პარტია, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებს. ასევე, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი