ნათია თურნავა: ენერგეტიკის რეფორმის მთავარი ამოცანაა მეტი კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა
21-12-2020, 13:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, გაგრძელდება ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიანი რეფორმა, რომელიც 2017 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანდა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას.

 

 

მისივე თქმით, დარგში თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, ენერგიის გადაცემისა და განაწილების საქმიანობა გაიმიჯნება ენერგიის გენერაციის, ვაჭრობისა და მიწოდების საქმიანობისგან.

 

 

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სრული დატვირთვით ამოქმედდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას. მისი თქმით, 2021 წლიდან 2026 წლამდე ეტაპობრივად მოხდება მსხვილი მომხმარებლების ბაზარზე გაყვანა მათი მოხმარების სიდიდისა და ძაბვის მიხედვით.

 

 

„ეს პროცესი შარშან დაიწყო და გაგრძელდება. პარალელურად, განხორციელდება შესაბამისი რეგულირებული სადგურების ეტაპობრივი დერეგულირება სიმძლავრეების მიხედვით. ხელი შეეწყობა ენერგოეფექტურობის გაძლიერებას. 2020 წელს მიღებული საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე დაიწყება ენერგოეფექტურობის და სტანდარტების დანერგვა არსებული საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ენერგეტიკის რეფორმის მთავარი ამოცანაა მეტი კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა, პირველ რიგში, უსაფრთხო, შეუფერხებელი მიწოდების თვალსაზრისით.

 

 

„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ იმაზე, რომ ნეგატიური ფაქტორები მოსახლეობას და განსაკუთრებით, მის მოწყვლად ფენებზე ნეგატიურად არ აისახოს. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მთავრობა ახორციელებს კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ამ მიმართულებით დამატებით ვგეგმავთ სოციალური დაცვის მექანიზმების ამოქმედებას,“ – განაცხადა ნათია თურნავამ, რომლის სიტყვების ციტირებას საქართველოს პირველი არხი აკეთებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი