მაია ცქიტიშვილი: პანდემიის გამო გარკვეული პროექტები დროში გადანაწილდება
21-12-2020, 16:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პანდემიის გამო მოუწია გეგმების გადახედვა და გარკვეული პროექტების დროში გადანაწილება, თუმცა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, შეზღუდვების პირველი მკაცრი ტალღის შემთხვევაშიც კი არ გაგვიჩერებია, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე.

 

 

მისი თქმით, იყო გარკვეული შეფერხებები, მათ შორის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, სადაც მუშაობენ ჩინური კომპანიები და გადაადგილების შეზღუდვის გამო ფიზიკურად ვერ მოახერხეს დადგენილ ვადებში თვისი თანამშრომლების მობილიზება.

 

 

„როდესაც რიკოთის მონაკვეთზე ვსაუბრობთ, ჩვენ სამწუხაროდ, მოგვიწევს პროექტების გადავადება. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვცდილობთ კონტრაქტორებთან და ზედამხედველ კონსულტანტებთან ერთად პროექტების ვადების შემჭიდროებას. სავარაუდოდ, რაც იყო დაგეგმილი 2021 წლისთვის, ის 2022 წლისთვის გადავა და 2023 წელი იქნება ის რეალისტური ვადა, რომელსაც უნდა ველოდოთ ასეთი დიდი პროექტების დასრულების პროცესში. საერთაშორისო პროექტებზე მუდმივი ტესტირება მიმდინარეობს, დაახლოებით 180 ინფიცირების შემთხვევა არის გამოვლენილი და შესაბამისად სხვადასხვა დროს სხვადასხვა რაოდენობის ადამიანები არიან მოქცეულები კარანტინში. ამჟამად 1000-ზე მეტი მუშა არის, როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივიც კარანტინში. ეს არის გამოწვევები, რომელშიც ჩვენ ყველანი, მთელი ქვეყანა ვიმყოფებით. შესაბამისად ერთობლივად ვცდილობთ, რომ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ. მთლიანობაში მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ამ ეტაპზე პანდემიის გამო არც ერთი პროექტი არ არის გაჩერებული, არც მასობრივი ინფიცირების შემთხვევები არ არის ისეთი, რომ პროექტები გაგვეჩერებინა, მაგრამ, რა თქმა უნდა, შესრულების ვადებზე ჩვენ გვექნება გავლენა”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი