თენგიზ ცერცვაძე: დიდი ალბათობაა, რომ საქართველო დიდი ქვეყნების შემდეგ გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას მიიღებს
21-12-2020, 19:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ალბათობაა, რომ საქართველო დიდი ქვეყნების შემდეგ გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას მიიღებს., - განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

მისივე თქმით, საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი ოქსფორდის უნივერსიტეტისა და „ასტრაზენეკას“ ერთობლივი წარმოების ვაქცინაა.

 

 

„ფაიზერი“ და „მოდერნა“ არის პირველი და მეორე, რომელმაც სხვებს დაასწრეს და დადეს მაღალი ხარისხის ვაქცინა მსოფლიო ბაზარზე. მესამე ვაქცინა, რომელიც მოდის რიგით, ეს არის ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის და ფირმა „ასტრაზენეკას“ ერთობლივი წარმოების ვაქცინა. არ ვიცი, რომელი ვაქცინის შემოტანა მოხერხდება, მაგრამ საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი სწირედ ეს მესამეა. თავისი ხარისხით არ ჩამორჩება იმ ორს, 90-95 პროცენტი აქვს ეფექტი და არ საჭიროებს 80 გრადისუზე და 20 გრადუსზე შენახვას.

 

 

საქართველოში ძალიან ცოტაა ისეთი მაცივრები, რომელიც 80 გრადუსს იძლევა, განსაკუთრებით რაიონებში. ყველა შემთხვევაში, საქართველო მიიღებს კარგ ვაქცინას. აქ არის ძალიან სერიოზული განსხვავება. ეს არის ინდოეთის, ჩინეთის და მსგავსი ქვეყნების თვითშემოქმედება, რომელიც ნაკლებად სანდოა, ჩინეთი კი არის სანდო, კორონავირუსი იქედან წამოვიდა და ძალიან დიდი ცოდნა აქვთ, ინდოეთი ნაკლებად, და არ გაუვლია ის სტანდარტები, კონტროლი და კვლევა, რაც გაიარა „პფაიზერმა“ და „მოდერნამ“, თუ ეს არის ლიცენზირებული ვაქცინა. მაგალითად, იგივე, „პფაიზერს“ „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“ შეუძლიათ, მისცენ ლიცენზია ინდოეთს, ანუ ის იქნება კოპიო იმ ამერიკული, გერმანული და ინგლისური ვაქცინისა, ოღონდ წარმოებული იქნება ინდოეთის ქარხანაში, როგორც ძალიან ბევრი პროდუქტი: მაცივრები, ავტომანქანები, ტელევიზორები. თუ ასეთი ვაქცინაა ლიცენზირებული, მაშინ ეფექტი იქნება იგივე, მაგრამ თუ ეს არ არის ლიცენზირებული და თვითშემოქმედებით არის შექმნილი, არ გაუვლია ის კონტროლი, მაშინ სანდო არ არის და იმას არ შემოიტანენ.

 

 

არის დიდი ალბათობა იმისა, რომ დიდი ქვეყნების შემდეგ, საქართველო გახდეს ერთ-ერთი პორველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს ვაქცინას, ეს იქნება დაახლოებით თებერვალ-მარტში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი