დავით ზალკალიანი: რუსეთს გაასმაგებული აქვს მცდელობები, რომ საქართველოს საკითხი მთლიანად გაქრეს საერთაშორისო დღის წესრიგიდან
21-12-2020, 19:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთს, რომელიც ოკუპანტი ძალაა, გაასმაგებული აქვს მცდელობები, რომ საქართველოს საკითხი მთლიანად გაქრეს საერთაშორისო დღის წესრიგიდან, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა.

 

 

მისივე თქმით, საქართველოს დიპლომატიური სამსახური 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა მსოფლიოში არსებულ რთულ გარემოში, საქართველოს საკითხი მუდმივად იყოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში.

 

 

„მე რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. ისინი აქტიურად ცდილობენ ნარატივის დამკვიდრებას, რომ სიტუაცია საქართველოში არის განსხვავებული, ვიდრე უკრანიაში. აქედან გამომდინარე, მათი ნარატივია, რომ საქართველო უნდა შეეგუოს იმ ე.წ. ახალ რეალობას და დაიწყოს საუბარი იმ ვალდებულებებზე, რაც რუსეთს ეკისრება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, ამის გადატანა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობაში.

 

 

ესაა ნარატივი, რომელსაც ცდილობენ და საერთაშორისო თანამეგობრობას ეუბნებიან – უთხარით საქართველოს, დაივიწყოს ამ უსაფრთხოების საკითხის მუდმივი წინ წამოწევა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და შეეგუოს ამ ახალ რეალობას, რომ არის ორი „დამოუკიდებელი სახელმწიფ“ – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.

 

 

ამ სირთულეებთან გვაქვს საქმე. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და მათი მხარდაჭერის მობილიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ყველაზე ეფექტიანი ბერკეტი, რაც ხელთ გვაქვს და სწორედ ჩვენი საქმიანობა უნდა შეფასდეს იმ შედეგებიდან გამომდინარე, რა შედეგებიც დაიდო  წელს ამ მიმართულებით. მხოლოდ გაერო-ს ფორმატებში, მხედველობაში მაქვს გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფორმატი, გაერო-ს გენერალური ასამბლეა, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო, მიმდინარე წელს მიღებული იქნა 50-ზე მეტი განცხადება. მათ შორის არის ის მნიშვნელოვანი რეზოლუციები, რომელიც არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ყველა მთავარი მიმართულება. რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით მაქსიმალურად იყო მობილიზებული ჩვენი დიპლომატიური კორპუსი, რათა გაკეთებულიყო ძალიან მკაფიო, დამგმობი განცხადებები სხვადასხვა მაღალი დონის ტრიბუნიდან. ამას იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ მხოლოდ და მხოლოდ გამოხატონ შეშფოთება ან წუხილი, ჩვენი საერთაშორისო საზოგადოება ამ განცხადებებს მხოლოდ განცხადებების გამო არ აკეთებს, ეს არის რუსეთის ფედერაციისთვის მუდმივად შეხსენება, რომ ის არ ასრულებს საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებებს. ის არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ის არ იღებს ძალის არგამოყენების ვალდებულებას, მან არაკანონიერად, საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევით აღიარა ოკუპირებული ტერიტორიები და არის მოწოდება, რომ უკან წაიღოს აღიარება. ის არ უშვებს საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში იძულებით გადაადგილებულ პირებს.

 

 

ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, როცა მოსახლეობის თითქმის 10 პროცენტი არის იძულებით გადაადგილებული და გვიწევს არა მხოლოდ მათი პოლიტიკური უფლებების დაცვა, არამედ მთავრობას, ხელისუფლებას, ქვეყანას უხდება მათი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაც. უმძიმესი ტვირთია. ამიტომ ეს ძალიან კარგად მიგვაქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ხდება ამაზე მუდმივი აპელირება და ყველა საერთაშორისო ფორმატებში ხაზგასმა. ვფიქრობ, ამ მხრივ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები გვაქვს“, – განაცხადა ზალკალიანმა პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

 

 

დავით ზალკალიანის სიტყვების ციტირებას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი