ივანე მაჭავარიანი: არჩევნები რომ არ არის გაყალბებული, ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის
21-12-2020, 20:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არჩევნები რომ  არ არის გაყალბებული, ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის. არჩევნების შედეგი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ მათი დიდი ნაწილი პარლამენტში შემოსულიყო, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ივანე მაჭავარიანმა.

 

 

„არჩევნები რომ არ არის გაყალბებული, ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის. არჩევნების შედეგი მათთვის არ აღმოჩნდა საკმარისი პარლამენტში შემოსვლისთვის. ეს სერიოზული პრობლემაა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ პრობლემა არჩევნების ჩატარებას უკავშირდება. ეს ნიშნავს, იმას, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ნაწილდება ისე, იქმნება ისეთი ლანდშაფტი, რომელიც სამწუხაროდ, ხელს უშლის კონსენსუსის მიღწევას. არ დაგიმალავთ, ჩემთვის უმჯობესი იქნებოდა, დღეს ოპოზიცია სხდომაზე ყოფილიყო, ასევე დასწრებოდა ბიუჯეტის განხილვას არა იმიტომ, რომ მსიამოვნებს, არამედ იმიტომ, რომ თუ არსებობს პატარა შანსი მაინც, რომ იქნება იმგვარი კრიტიკა, რომელიც რაღაც საკითხს გადაგვახედებს, გვაიძულებს უკეთესად გავაკეთოთ, ეს კრიტიკა უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი კრიტიკა. 80-90 პროცენტის შემთხვევაში, ვიცით, რომ ეს კრიტიკა უსაფუძვლო, პოპულისტურია და ემსახურება სპეკულაციებს, მაგრამ სამი პროცენტიც რომ იყოს ჯანსაღი კრიტიკისა, იმსახურებს, რომ აისახოს ბიუჯეტში და ეკონომიკის განვითრებაში“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი