საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას იმ საერთაშორისო პრესტიჟულ ტურნირებზე ისაუბრა, რომლის მასპინძლობის უფლებაც საქართველომ მოიპოვა.
„საქართველოს აქვს მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობის კარგი გამოცდილება და ჩვენი ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში საერთაშორისო ჩემპიონატებისა და ტურნირების მასპინძლობის მხარდაჭერას.
2022 წელს საქართველო ევრობასკეტს, 2023 წელს კი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის, რომლის ფინალური მატჩი ბათუმის ახალაშენებულ სტადიონზე შედგება. იმავე წელს გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით თხილამურებით სრიალსა და სნოუბორდში, 2025 წელს კი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება, რომლის მასპინძლობის უფლება სულ ცოტა ხნის წინ მოვიპოვეთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ აღიარებას !“ - განაცხადა ჩხენკელმა.
მინისტრის თქმით, სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც ქვეყანაში სპორტული ტურიზმის აღორძინებას შეუწყობს ხელს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.