„ელჩების კონფერენცია 2020“-ის ფარგლებში საქართველოს აშშ-სა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობებზე ისაუბრეს
22-12-2020, 13:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ელჩების კონფერენცია 2020“-ის ფარგლებში საქართველოს აშშ-სა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების კუთხით 2020 წლის მიღწევებსა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 



საპანელო დისკუსიის მიმდინარეობისას, მონაწილეებმა განიხილეს აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და აშშ-ს მხრიდან საქართველოსადმი ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად, მიმდინარე წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტი. აღინიშნა, 2020 წელს შენარჩუნებული და განმტკიცებული აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოსადმი და ხაზი გაესვა აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების მნიშვნელობას, რომელმაც 2020 წელს 132 025 000 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

 


შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობაც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას.

 


ასევე, მონაწილეებმა ისაუბრეს ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის არსებულ პერსპექტივებზე და პრიორიტეტებზე.

 


„ამბასადორიალის პირველი დღის ფარგლებში, აშშ-სა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან დაკავშირებული ყველა აქტუალური საკითხი მოვიცავით, როგორც თავდაცვა და უსაფრთხოება, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, ხალხთაშორისი ურთიერთობა და რა თქმა უნდა ოკუპაციასთან დაკავშირებული თემატიკა, სადაც ჩვენ აშშ-ს სახით გვყავს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი,“ - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა. 

 


მისივე თქმით, სამუშაო სესიაზე ასევე განხილულ იქნა აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან სამომავლო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. 

 

 

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი